20 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში პატიმრები, მათ შორის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ - რა ვითარება დახვდა პოლიციას რეიდის დროს

ტელევიზორები, მაცივრები, კონდიციონერები,- საბერძნეთის ერთ-ერთ ციხეში პატიმრები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მათ შორის იყვნენ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებიც.

საპირფარეშოები ძვირადღირებული კაფელითაა მოპირკეთებული. ეს სურათი დახვდა პოლიციას რეიდის დროს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 30 პატიმარს, რომელთაგან 13 ბერძენი, 17 კი უცხოეთის მოქალაქეა, დამატებითი ბრალი წაუყენეს. ციხის დირექტორი და მისი მოადგილე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. მსჯავრდებულები კი სხვა საპატიმროებში გადაიყვანეს

დღის ამბები