25 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუახნის ქალი, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუხის კლინიკაში 6 მაისს შემოვიდა, მამაკაცი კი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და მას ახალი ვირუსული ინფექცია 11 მაისს დაუდგინდა.

საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკა ქარცივაძემ "კურიერს" უთხრა, ორივე მათგანი კლინიკას ხვალ დატოვებს და თვითიზოლაციაში გადავა. ამ დროის მონაცემებით,რუხში სულ 9 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ყველა მათგანი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერის წევრია, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. რამდენიმე დღის წინ კლინიკა კიდევ 2-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

დღის ამბები