16 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"ახალი შემთხვევებიდან 18 ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანიდანაა. ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს, კვლევისას დადასტურებული შემთხვევების მოთავსება ხდება სტაციონარებში, თუმცა ამათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი, აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მე-14 დღისთვის კვლავ დაიტესტონ ესენი და აი, ასეთი პაციენტების მატება გვაქვს.

დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდკვლევით მიღებული შემთხვევა.

4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი იყო საბურთალოს კლასტერი და ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა და ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ.  საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ 4," - განაცხადა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, მათ ცენტრში 48 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 

"ჩვენი ცენტრში 48 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, გუშინ დავემატა 11, ყველა მუშევანიდან იყო. ამათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან. ჩვენსნ ცეტრში მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული იყო.

გვყავს 3 მძიმე პაციენტი პნევმონიით, ეს მძიმე პაციენტებიც არ არიან განსაკუთრეებით მძიმეები, რადგან არ აქვს თანმხლები დაავადებები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მსუბუქია, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები