18 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
რამდენიმე დღეა, არგენტინაში შეზღუდვების გამო მოსახლეობა მასშტაბურ აქციებს მართავს

კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ არგენტინაში. დედაქალაქში რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით მასშტაბური აქციები მიმდინარეობს, ინფიცირების შემთხვევების კვლავ ზრდის გამო, ხელისუფლება აკრძალვების ნაადრევად მოხსნას არ ჩქარობს, ამ დროისთვის ქვეყანაში 16 000-ზე მეტი ინფიცირებული და 600-მდე გარდაცვლილი ჰყავს.

ერთ-ერთი ექიმი ანა ვალერია ურუენა აცხადებს, რომ კლინიკაში ვირუსისგან დასაცავი აღჭურვილობები აღარ არის.

"გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ვარ, კლინიკაში არ გვაქვს ვირუსისგან დასაცავი საკმარისი აღჭურვილობა, 30 პაციენტი გვყავს, რომელთა მკურნალობას მედიკამენტების სიმცირის გამო ვერ ვახერხებთ, დაინფიცირდა მედპერსონალიც," - განაცხად ანა ვალერია ურუენამ.

დღის ამბები