20 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვებს ხსნის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვებს ხსნის. ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ COVID -19-ის პანდემიის გამო რეგულაციები მოიხსნება  და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვალდებულები იქნებიან სამსახურს დაუბრუნდნენ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვრებს 30 ივნისამდე არ გახსნის, ასევე აკრძალული რჩება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების გადახდაც.

ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფიცირების 39 შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ოპკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში COVID -19-ის შემთხვევათა რაოდენობა არ გაზრდილა, კორონავირუსი საერთო ჯამში 28 პირს დაუდგინდა.

დღის ამბები