19 აპრილი 2024,   23:51
ვრცლად
საქართველოში ხვალიდან სავაჭრო ობიექტები და ღია სივრცის რესტორნები იხსნება

საქართველოში ხვალიდან მაღაზიები იხსნება. ღია ტიპის სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული სახის ბაზრობები, მოლები და ღია სივრცის რესტორნები მუშაობას იწყებს.

ორი თვის განმავლობაში გაჩერებული მაღაზიები, ახალი რეგულაციებით 1-ლი ივნისიდან დაიწყებენ მუშაობას.

მეპატრონეების ნაწილი აცხადებს, რომ ყველა რეკომენდაცია მკაცრად იქნება დაცული. ადამიანებს შეეძლებათ ტანსაცმლის სახლში სამი დღის ვადით წაღება და ადგილზე სამოსს ვერ მოისინჯავენ.

მაღაზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტანსაცმელი დაბრუნების შემდეგ დადეზინფიქცირდება და 2 კვირიან კარანტინს გაივლის.

მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან, შესასვლელში იყოს დეზობარიერი და არ შემოუშვან მომხმარებელი, რომელსაც არ ექნება პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი.

დღის ამბები