23 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
"დიდი შვიდეულის" სამიტი გადაიდო, დონალდ ტრამპი სამიტზე რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა.

"სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე ვერ ვგრძნობ, რომ "დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

"დიდი შვიდეულის“ წლევანდელი სამიტი ივნისში, შტატებში უნდა გამართულიყო. პანდემიის გამო კი მისი ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარება გადაწყდა, თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ივნისის ბოლოს სამიტის აშშ-ში ჩატარების სურვილი გამოთქვა.

დღის ამბები