25 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ამირან გამყრელიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რაც "დიდი უზნეობაა"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკით ცდილობს ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანოს და ჯანმრთელობისთვის მავნე ქმედებისკენ უბიძგებს, ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართული "ფეისბუქ ლაივის" მიმდინარეობისას განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონებს შოულობს, რაც მისი თქმით ძალიან დიდი უზნეობაა.

"თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს.

სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები