06 ივლისი 2020,   04:21
ვრცლად
"ვირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი, კარგი საშუალება გვაქვს, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ" - თამარ გაბუნია

საქართველოში შეზღუდვების მოხსნიდან რამდენიმე კვირა გავიდა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კი კვლავ სტაბილურია.

ეპიდემიოლოგები საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არ აძლევს საზოგადოებას მოდუნების საშუალებას.

მისი თქმით, აუცილებელია რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება.

"პანიკა არასდროს არის კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდვების მოხსნა ვირუსის გაქრობას არ ნიშნავს. რეალურად, ვირუსის გავრცელების რისკი არის დაბალი. კარგი საშუალება გვაქვს, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ. რეკომენდაციები არ უნდა დავივიწყოთ,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოში დღეს 783 გახდა, გამოჯანმრთელებულია 605 პირი.

დღის ამბები