20 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
კახეთში კორონავირუსი დაუდგინდა მძღოლს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებდა

კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა მძღოლს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ასრულებდა. ბოლო მგზავრობა მან რუსეთიდან შეასრულა. გზად აიყვანა მგზავრი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

სწორედ ამ ინფიცირებულის კონტაქტებს გაყვნენ ეპიდემიოლოგები, რის შემდეგაც მძღოლი იზოლაციაში იყო. ინფიცირებული დედოფლისწყაროს მკვიდრია. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 10 პირია მოძიებული, ვისაც ინფიცირებულ მძღოლს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. სამი მათგანი ოჯახის წევრია.

22 მაისს მძღოლი ლარსის სასაზღვრო პუნქტის გავლით შემოვიდა, საზღვარზე შემოწმების შედეგად მძღოლს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ტესტირების ჩატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სხვა მძღოლები კი ვისაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდა კარანტინში არიან გადაყვანილები, კონტაქტები მოკვლეულია და ეპიდემიოლოგებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.

დღის ამბები