06 ივლისი 2020,   16:17
ვრცლად
უკრაინაში ფასიანი საკნები იმოქმედებს, სადაც დღე-ღამის გატარება 570 გრივნა დაჯდება

უკრაინაში, წინასწარი დაკავების რამდენიმე იზოლატორში ფასიანი საკნები იმოქმედებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ასეთ კამერაში დღე-ღამის გატარება დაკავებულს 570 გრივნა დაუჯდება.

ახალი ინიციატივით სახელმწიფო უფასო საკნებს განაახლებს. ფასიანი საკნები მთავრობას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაშიც დაეხმარება.

წინასწარი დაკავების საკნებში არასათანადო პირობების გამო სასამართლო უკრაინას კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

დღის ამბები