24 აპრილი 2024,   02:00
ვრცლად
კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები პოზიტიური მიმართულებით იცვლება - ნიუ-იორკის გუბერნატორი

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ პანდემიის ეპიცენტრად რჩება. ქვეყანას ყველაზე მეტი დაღუპული და ინფიცირებული ჰყავს. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 20 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო "კოვიდ-19-ით" 600 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება წითელ ზონად გამოცხადებულ ნიუ-იორკის შტატს, გასული დღე-ღამის განმავლობაში აქ კორონავირუსით 56 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში, ასევე, შემცირებულია კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი.

"კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები პოზიტიური მიმართულებით იცვლება, 29 მაისის მონაცემებთან შედარებით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირედით შემცირებულია, რაც გვახარებს. შემცირებულია პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ფაქტებიც, იმედი გვაქვს ტენდენცია შენარჩუნდება,"- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 2 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 104 ათასზე მეტი ადამიანი.

დღის ამბები