20 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
დღეიდან ფოთის ჰოსპიტალი მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება

დღეიდან ფოთის ჰოსპიტალი მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება, სრულად აღდგა მანამდე არსებული გეგმიური და სამედიცინო სერვისები. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თქმით ცხელების კლინიკამ პანდემიის ვითარებაში, COVID-19-ზე საეჭვო და სავარაუდო 250 პაციენტი მიიღო.

კლინიკაში კვლავ არის გამოყოფილი ცხელების ზონები, სადაც საეჭვო/სავარაუდო პაციენტების მიღება მოხდება. ასევე ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ კლინიკაში მოსული ნებისმიერი პაციენტი, მათ შორის მისი თანხმლები პირებიც, თერმოსკრინინგს გაივლიან.

"1 აპრილიდან ფოთის ჰოსპიტალი ოპერირებდა როგორც "ცხელების  ცენტრი", ხოლო 17 აპრილიდან ოპერირებდა როგორც "ცხელების კლინიკა" და კლინიკაში ხდებოდა მხოლოდ სავარაუდო, საეჭვო პაციენტების მიღება. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხნის განმავლობაში ფოთის რეფერალურმა ჰოსპიტალმა მიიღო 250 სავარაუდო, ან საეჭვო შემთხვევა. ხდებოდა ამ პაციენტების მოთავსება საიზოლაციო სივრცეებში, ბოქსებში.

ქვეყანაში პოზიტიურ - ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საბედნიეროდ, ჩაითვალა, რომ 1 ივნისიდან არ არის საჭიროება "ცხელების კლინიკის" ფარგლებში ჩვენი ოპერირების. ამიტომ, დღეიდან უკვე ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესები არ იქნება დაცული.

კლინიკაში კვლავ გვაქვს ცხელების ზონები გამოყოფილი და საეჭვო, ან სავარაუდო პაციენტების მიღება მოხდება იქ. ეს ზონები რა თქმა უნდა მკვეთრად არის გამიჯნული კლინიკაში არსებული სხვა ფლიგელებისგან, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

ასევე, კლინიკაში მოსული ნებისმიერი პაციენტისა და თანმხლები პირის სკრინინგი მოხდება, რაც ასევე უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი საჭიროებაა. თუ  ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სიტუაცია, რომ ამ ძალებით კვლავ იქნება ჩვენი ჩართვა საჭირო და აუცილებელი, ფოთის ჰოსპიტალი მზად არის, კვლავ მიიღოს ეს გამოწვევა და მოემსახუროს რეგიონს და ქალაქს," - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები