07 ივლისი 2020,   05:47
ვრცლად
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა დასჯადი გახდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა დასჯადი გახდება - შესაბამისი ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ პროფილურ კომიტეტებს უკვე დაავალა. ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა უნდა შეიმუშაონ ისეთი წინადადება, რომლის მიხედვითაც დამცავი ნიღბის გარდა, ჯარიმას უნდა ითვალისწინებდეს ასევე უსაფრთხოების სხვა წესის დარღვევაც. 

ახალი ზომების მიზანი არის მხოლოდ პრევენცია და ის მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ეს იდეა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელი სხდომის დროს გააჟღერა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ასევე პარკებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეები პირბადის გარეშე იმყოფებიან.

"გთხოვთ, ბატონო ანრი, ასევე ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს ჯანდაცვის სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად დროულად დაამუშაოთ ცვლილებები. გამოყენებული იყოს ასეთი ზომები ამ წესების ადმინისტრირების იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში თუ სხვა საჯარო აქტივობებში.

დღეს საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, მათ შორის მაგალითად პარკებში, სადაც არის ბევრი ადამიანი შეკრებილი ბოლო დღეებში და იქაც ხშირად ადამიანები, მაგალითად, პირბადეს არ იყენებენ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები