06 ივლისი 2020,   03:32
ვრცლად
პუტინი ფაშინიანს ესაუბრა - სომხეთის პრემიერი იმედოვნებს, რომ COVID-19-ისგან განიკურნება და მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასწრებას შეძლებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა. ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა და გამოჯანმრთელება უსურვა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ასევე ისაუბრეს 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმთან დაკავშირებით, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს უნდა მიეძღვნას. ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მანამდე გამოჯანმრთელდება და შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ყველა ღონისძიებაში, რომელიც გამარჯვების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება.

დღის ამბები