24 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
სალვადორში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ტროპიკულ შტორმს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

20 ადამიანი ემსხვერპლა ტროპიკულ შტორმს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში. ყველაზე მეტად სალვადორი დაზარალდა. ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წყალდიდობისა და მეწყერის გამო საცხოვრებელის გარეშე 7 ათასამდე ადამიანია დარჩენილი.

ისინი თავშესაფრებში გადაანაწილეს. სალვადორის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას შტორმ "ამანდას" გამო 200 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა გვატემალსა და ჰონდურასშიც. გარდაცვლილებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

დღის ამბები