24 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ 10-ით გაიზარდა და 634 გახდა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 300 - პირი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები