20 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
რუსეთი გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ ეხმარება - დოიჩე ველე

რუსეთი გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში კიდევ არ ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გერმანელი გამომძიებლები ჯერ კიდევ ელოდებიან პასუხებს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც მოსკოვში გადააგზავნეს.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში მოკლეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე მალევე დააკავეს. გერმანიის მთავრობამ არაერთხელ გააკრიტიკა მოსკოვი ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში არასათანადო თანამშრომლობის გამო. ბერლინის გადაწყვეტილებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს, საპასუხოდ რუსეთმა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

დღის ამბები