19 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი - მძღოლები ფასის ზრდის მთავარ მიზეზად რეგულაციებს ასახელებენ

შესაძლოა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდეს. ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც 8 ივნისიდან მიმოსვლა აღდგება.

თუმცა ე.წ მინივენებით მგზავრობა, რომელიც ახლა ქალაქიდან ქალაქში წასასვლელად ერთადერთი საშუალებაა, უკვე გაძვირდა.

იმის გამო, რომ ავტომობილში 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 მგზავრის ჩასმაა შესაძლებელი, მძღოლებმა ფასები გააორმაგეს. როგორ აისახება ახალი უსაფრთხოების რეგულაციები ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებზე - ეს მომავალი კვირიდან გაირკვევა.

მძღოლები ფასის ზრდის მთავარ მიზეზად რეგულაციებს ასახელებენ. როგორც ისინი "კურიერთან" საუბრის დროს აღნიშნავენ, მთავარი პრობლემა მგზავრების გადაყვანის შეზღუდვაა.

გაორმაგებული ფასები, ამჟამად,  მხოლოდ მინივენებსა და ტაქსებზე მოქმედებს.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება. როგორც ცნობილია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კერძო კომპანიას ეკუთვნის და სწორედ 8 ივნისის შემდეგ გაირკვევა, გაძვირდება თუ არა რეალურად ფასები.

დღის ამბები