24 აპრილი 2024,   01:54
ვრცლად
ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამართალდამცავი ემსხვერპლა

ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამართალდამცავი ემსხვერპლა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ისჯება.

დღის ამბები