19 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
იაპონიაში რეგულაციების შემსუბუქების პროცესი გრძელდება

იაპონიაში რეგულაციების შემსუბუქების პროცესი გრძელდება - ქვეყნის ხელისუფლების განკარგულებით, სავაჭრო ცენტრები, მოლები, სილამაზის სალონები და ავტო-სახელოსნოები, მომხმარებლებს წინასწარ განსაზღვრული წესებით მიიღებენ.

აუცილებელია ვიზიტორებმა დახურულ სივრცეში გადაადგილებამდე ჩაიტარონ თერმოსკრინინგის პროცედურა და სამედიცინო პირბადე გამოიყენონ.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ინფიცირებულია 17 000-მდე ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 900-ს შეადგენს.

"ვიზიტორებს ვაფრთხილებთ დაწესებულებაში გადაადგილებისას არ მოიხსნან პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, სისტემატიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო პროცედურები, როგორც მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ასევე კომპანიის თანამშრომლებისთვისაც," - განაცხადა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის გაყიდვების მენეჯერმა.

დღის ამბები