20 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
პირველად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ძალაუფლების წყარო ხალხი იქნება - ანა დოლიძე საკუთარ გეგმებზე

ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის - მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე ასეთი მოწოდება გააჟღერა.

მისი განმარტებით, ყველა პოლიტიკური ძალა კაბინეტში წერს სამოქმედო პროგრამას, ის კი უპრეცედენტო შეთავაზებას აკეთებს - ხალხთან ერთად დაწერონ სამოქმედო პროგრამა, დოლიძის განმარტებით, პოლარიზება უნდა დასრულდეს და ძალაუფლება მოქალაქეებმა უნდა აიღონ.

"პირველად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ხალხი ძალაუფლების წყარო იქნება. მათთან პირდაპირი შეხვედრის შედეგად დაიწერება მუხტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. შეხვედრები გვექნება ახალგაზრდებთან,პროფესორებთან, ეკონომისტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, პენსიონერებთან და ა.შ. 

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ხალხის ხმა იქნება ის, რომელიც პოლიტიკურ დღის წესრიგში, ყველაზე ხმამაღლა გაიჟღერებს,"- აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელი, ანა დოლიძე. 

დღის ამბები