20 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
საბერძნეთი თურქეთის მიერ მათ სანაპიროსთან დაგეგმილი გეოლოგიური კვლევის წინააღმდეგია

საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ თურქეთის მიერ, საბერძნეთის სანაპიროსთან დაგეგმილ ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით კონტინენტური შელფის გეოლოგიურ კვლევას წინააღმდეგობას გაუწევენ, - ამის შესახებ The national herald წერს.

NАТО-ს ფარგლებში მოკავშირე თურქეთი და საბერძნეთი, დიდი ხანია დაობენ საჰაერო და საზღვაო საზღვრებისა და ასევე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში რესურსების მოპოვების საკითხებზე.

თურქულმა მხარემ 2 დღის წინ გამოაქვეყნა სახელმწიფო ნავთობ-კომპანია "თურქიშ პეტროლიუმისთვის" სადავო ტერიტორიაზე კვლევის ჩატარების ლიცენზიის მიცემის გეგმა, რასაც საბერძნეთი კატეგორიულად არ ეთანხმება.

დღის ამბები