25 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
​კორონავირუსის გამო დაწესებული ჯარიმები - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროექტი საზოგადოების დაცვისკენ არის მიმართული

რამდენი ლარით დაჯარიმდებით, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მიხვალთ - ამ საკითხზე გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტებმა უნდა მიიღონ.

​კორონავირუსის გამო დაწესებული ჯარიმების გამკაცრებაზე პარლამენტმა მუშაობა უკვე დაიწყო.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პროექტი საზოგადოების დაცვისკენ არის მიმართული. 

"პირბადეების ტარება ნომერ პირველია იმისათვის,რომ დაიცვათ საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, თუ ვინმე წესს არ დაიცავს და პირბადეს არ ატარებს, რა თქმა უნდა, ამისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა იყოს. თუმცა, რა რაოდენობით სანქცია იქნება, ამას მუშაობა და სისტემური მიდგომა სჭირდება. ეს არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება,"-აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ პაკეტი, რომელსაც მმართველი გუნდი საზოგადოებას შესთავაზებს, პასუხისმგებლობიდან გამომდინარე პროპორციული იქნება.

"სპეციალისტებთან ერთად, პრევენციის მიზნით შევიმუშავებთ იმ პაკეტს, რომელიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე პროპორციული იქნება. პირველ რიგში კი ეს ეხება პირბადეებს, რადგანაც კვლევები ადასტურებს, რომ პირბადემ ვირუსის გავრცელების პრევენცია მოახდინა,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა. 

ახალ კანონპროექტზე კი ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჯარიმები მაქსიმალურად გონივრული უნდა იყოს და ამავდროულად საზოგადოებაზე ორიენტირებულიც

დღის ამბები