23 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრენების განახლებისთვის ემზადება - აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს ნათია თურნავა გაეცნო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ფრენების განახლებისთვის ემზადება. სამუშაოები უკვე დაიწყო. აეროპორტის შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები და სპეციალური ვიდეოსკანერები, რომლითაც მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე, მოფრენისა და გაფრენის ტერმინალებში, დისტანციის დასაცავად, ადგილები სპეციალური სტიკერებით მოინიშნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ იყოს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის.

დღეს აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო.

"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯმენტკომპანიამ ძალიან დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ყველა პროცედურის დროს და ყველა ნაბიჯზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტები და დავიცვათ ეს უმაღლეს დონეზე. პრაქტიკულად ვამტკიცებთ იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. ეს ეხება არა მარტო ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორებს პირველი ივლისიდან მიიღებს.

 

დღის ამბები