25 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილი, გრიგოლ გეგელია, კახა კოჟორიძე - ბადრი ჯაფარიძე "ლელოს" იმ ლიდერებს ასახელებს, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან

იქნება თუ არა მამუკა ხაზარაძე "ლელოს" პრემიერობის კანდიდატი და ვინ იქნება პარტიის საარჩევნო სიაში. ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"ჩვენ უკვე შევარჩიეთ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში ძლიერი, გამორჩეული რეპუტაციის, ენერგიული ახალგაზრდები და გამოცდილი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის. ეს ადამიანები არიან დღევანდელი "ლელოს" ლიდერები, ესენი არიან ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია და მათ მსგავსად პასუხისმგებლიანი ადამიანები," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, "ლელო" თავისი კანდიდატების ცალკე წარდგენას გააკეთებს.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით "ლელოს" თავისი პრემიერობის კანდიდატიც ეყოლება, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ძლიერი და უკონკურენტო იქნება:

"ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება და წარვადგენთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ამასაც თავის დროზე გავაკეთებთ. გვეყოლება ძალიან ძლიერი და უკონკურენტო კანდიდატი," - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები მიდის ბევრ საინტერესო ადამიანთან, მათ შორის ისეთებთან, ვინც დღეს პოლიტიკურ ლანდშაფტში გამოირჩევიან.

დღის ამბები