23 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
ინფიცირების მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა და 108 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში - ტრამპი ვაქცინა შექმნას მოსალოდნელზე ადრე აანონსებს

მსოფლიოში კორონავირუსის მონაცემები კვლავ მატულობს. პანდემიის ეპიცენტრი შეერთებული შტატებია, სადაც ინფიცირების ერთ მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა და გარდაცვალების 108 ათასზე მეტი ფაქტი ფიქსირდება. დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" წერს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსალოდნელზე ადრე შეიქმნება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება ბრაზილიაშიც, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე 31 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროპის ქვეყნებში. ბოლო დღეებია ესპანეთში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, იტალიაში კი აქტიური შემთხვევების მაჩვენებელი 40 ათასს ჩამოსცდა. ქვეყნის მასშტაბით დღეიდან შიდა გადაადგილება ნებადართული ხდება

დღის ამბები