06 ივლისი 2020,   02:42
ვრცლად
ინდოეთში მეწყერს 21 ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები

ინდოეთში მეწყერს 21 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაშავდა 10-მდე ადამიანი. სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს. პარალელურად, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს ციკლონი უახლოვდება, ევაკუირებულია 100 ათასამდე ადგილობრივი. უსაფრთხოების მიზნით, მუმბაიში შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. 

დღის ამბები