25 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქუთაისში - მამაკაცს პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი ჰყავთ. შუახნის მამაკაცი კლინიკაში წუხელ შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, პოლონეთიდან დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პირს კარანტინიდან გასვლის ვადა ეწურებოდა, გაუკეთდა საკონტროლო შემოწმება და კორონავირუსი აღმოაჩნდა. მამაკაცს ასევე თანმხლები დაავადებები აქვს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის კლინიკაში COVID ინფექციით ოთხი პაციენტი  მკურნალობს, ერთი პაციენტი ღვანკითის კლასტერიდან ორმოცდღიანი მკურნალობის შემდეგ  კლინიკას დატოვებს. ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები