06 ივლისი 2020,   02:27
ვრცლად
აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა "ევროპული საქართველოს" ლიდერებს მიმართავს

აჭარის ტელევიზიასთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა "ევროპული საქართველოს" ლიდერებს მიმართავს. მისი თქმით, მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, თამარ წილოსანის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს სწორედ "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა წარუდგინა, ბორდის ეს წევრი კი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ტელევიზიასთან მიმდინარე პროცესებს.

"მე მიყვარს ბათუმი"-ს წევრი ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" კანდიდატი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და არ აპირებს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის ბორდის სხდომაზე დაყენებას.

შეგახსენებთ, ალექსანდრე მილორავა უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით.  

დღის ამბები