19 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
მზიურისა და კიკვიძის რეაბილიტირებული პარკები უახლოეს მომავალში გაიხსნება

კახა კალაძის თქმით, მზიურისა და კიკვიძის პარკების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და ამ სივრცეების გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და გვექნება შესაძლებლობა ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი სივრცე ქალაქის ცენტრში," - განაცხადა კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოები ასევე დასასრულს უახლოვდება კიკვიძის ბაღში და მისი გახსნაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

დღის ამბები