18 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში ქვეყანას ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს აჭარბებს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში ქვეყანას ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.

"ჩვენ უკვე ვნახეთ შეზღუდვები, ვნახეთ, რომ მათ კატასტროფულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებამდე მივყავართ. სახელმწიფოს შესაძლებლობები ამოუწურავი არაა. ხელახლა დაკეტვის შემთხვევაში, შესაძლოა, ისეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომლის გადალახვაც ბევრი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდეს," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა

შეგახსენებთ, რომ თავად ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. თუმცა ის სტაციონარში არ მკურნალობს და ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი მართალია პირბადით, მაგრამ მედიისთვის პრესკონფერენციებს მაინც მართავს.

დღის ამბები