18 აპრილი 2024,   05:45
ვრცლად
გაზგასამართ სადგურზე, სადაც 2 დღის წინ აფეთქება მოხდა, შესამოწმებლად მისულ ექსპერტს დღეს დენმა დაარტყა

გაზგასამართი სადგურის აფეთქების ადგილას რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. 

ნუცუბიძის პლატოზე, იქ, სადაც 2 დღის წინ სადგური აფეთქდა, დღეს ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად მივიდა, დენმა დაარტყა.

თვითმხილველების თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ელექტროგაყვანილობას ამოწმებდნენ, როდესაც ყვირილის ხმა გაიგეს.

ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი გაზგასამართი სადგური აფეთქდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ის ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული სხეულის 25%-იანი დამწვრობით.

დღის ამბები