24 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო თურქეთის მოქალაქეებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. არ არის გამორიცხული, მათ ბრალი დაუმძიმდეთ.

დაკავებულების ადვოკატები დეტალებზე არ საუბრობენ, რადგან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. თუმცა, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი დავით მოდებაძე ვარაუდობს, რომ დაკავებულებიდან უმრავლესობას გაათავისუფლებენ. 

"დუმილის უფლებას იყენებს. საზღვრის უკანონო დარღვევაზე აქვს ბრალი წაყენებული. გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი ყველას და ამიტომ, დეტალებში ვერ შევალ. ზოგადად, ვიტყვი, რომ ნაჩქარევად აქვს მიღებული გადაწყვეტილება პროკურატურას და სიმართლის გარკვევის შემთხვევაში დაკავებული 9 პირიდან ძალიან ბევრი გათავისუფლდება,"-აცხადებს ადვოკატი.

"თურქეთის მოქალაქეების, გვარად ჩოლაქების ინტერესებს ვიცავ, ძმები არიან. გამოძიება ედავება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას. დეტალებში ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი,"- აცხადებს ადვოკატი ელდარ გვალია. 

თურქეთის 9 მოქალაქეს საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის ტარებაში ედავებიან. მათ შორის არის ცნობილი კრიმინალი, დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც თურქი სამართალდამცველები წლებია, ეძებდნენ.

დღის ამბები