25 აპრილი 2024,   02:46
ვრცლად
საპენსიო ინდექსაციის ფორმულა - პარლამენტი სახელმწიფო პენსიის შესახებ ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი პირველი მოსმენით სახელმწიფო პენსიის შესახებ ცვლილებებს განიხილავს. თუ პარლამენტი პროექტს დაამტკიცებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანას ექნება მექანიზმი, რომელიც პენსიის ზრდას განსაზღვრავს.

საპენსიო ინდექსაციის და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ  70-წლამდე ასაკობრივ პენსიონერებს პენსიის ზრდა ინფლაციის მაჩვენებლებს ეყრდნობა, ხოლო 70 წელზე ზემოთ ინფლაციის მაჩვენებელს დაემატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 80%.

"ორი ძირითადი წესია, პირველი წესი არის ინფლაციაზე  ინდექსირება და მეორე უკვე - 70 წელზე მეტი ასაკის პენსიონერებისთვის. ინფლაციასთან ერთად, ეკონიმიკური ზრდა რაც იქნება ქვეყანაში. იმისი 80%-ით მათი პენსიის ზრდა მოხდება.

ორი რამისთვის არის ეს მნიშვნელოვანი - ერთი, სოციალური გარანტიები და მეორე - ფისკალური კუთხითაც. ვინაიდან, უნდა იცოდეს ქვეყანამ, რა რესურსების მობილიზება უნდა შეძლოს იმისთვის, რომ ეს სოციალური სისტემა დააფინანსოს," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები