25 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
გაზგასამართ სადგურზე დაშავებული 39 წლის ექსპერტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სტაბილურად მძიმეა "კავკასიის მედიცინის ცენტრში" მოთავსებული 39 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ის, ფილტვების მექანიკური ვენტილაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. რამდენიმე დღის შემდეგ, პაციენტის გამოღვიძება და შემდგომი მკურნალობის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი.

დაშავებული 14:00 საათისთვის ელექტროტრავმით ავტოგასამართი სადგურიდან სასწრაფოს ეკიპაჟმა გადაიყვანა.

წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებებით, პაციენტის ვიტალური პარამეტრები გაუმჯობესდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი გაზგასამართი სადგური აფეთქდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, ის ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული სხეულის 25%-იანი დამწვრობით.

დღის ამბები