19 აპრილი 2024,   22:08
ვრცლად
მითი ყვავების შემოსევის მისტიკურ ისტორიაზე - რა უნდა ვიცოდეთ, თუკი ყვავები თავს დაგვესხმებიან

ყვავები, თურმე, არც ისეთი საშიშები ყოფილან, როგორც ამას ბოლო 24 საათია საქართველოში ამტკიცებენ და არც 300 წელს ცოცხლობენ.

ყვავების შემოსევის მისტიკური ისტორია მითია, რეალობა კი მარტივი. ზაფხულის პირველი კვირის განმავლობაში ყვავის ბახალები ფრენას იწყებენ, წარუმატებელი მცდელობა თუ მიწაზე დაშვებით დასრულდა, მათ მშობლები ეძებენ. ტერიტორიაზე, სადაც ბახალა დაკარგეს, მშობლის ინსტიქტი, თურმე, გამვლელების მოგერიებით გამოიხატება.

რა უნდა ვიცოდეთ, თუკი ყვავები თავს დაგვესხნენ? უმჯობესია, თავი ხელებით დავიფაროთ და ტერიტორიას რაც შეიძლება სწრაფად გავეცალოთ.

კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს გამვლელებს  ყვავები, კოსტავას გამზირზე თვითვითმხილველებმა გადაიღეს. დღის პირველ ნახევარში ხიდან ბარტყი ჩამოვარდა და მას შემდეგ ყვავები თავს რამდენიმე ადამიანს დაესხნენ. ყვავებს ადგილობრივები ცოცხებით იგერიებდნენ.

ბახალა 112-ის სპეციალურმა სამსახურმა წაიყვანა, რის შემდეგაც კოსტავას გამზირზე ყვავები აღარ გამოჩენილან. დაშავებულები კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები, ძირითადად - ნაკაწრები აღენიშნებოდათ.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, საფრთხე, რომ ფრინველმა ადამიანს სერიოზული დაზიანებები მიაყენოს, ნაკლებია. ყვავების თავდასხმის პერიოდი რამდენიმე დღეში გაივლის, მას შემდეგ, რაც ყველა ბახალა ფრენას ისწავლის.

დღის ამბები