02 ივლისი 2020,   19:12
ვრცლად
რა მოხდა ბაგებში - "კურიერის" ინფორმაციით, არიან დაშავებულები

ბაგებში სროლა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი.

დაიჭრა თუ არა ვინმე, მეზობლები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით დაშავებულია 2 პირი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, სროლა იყო. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი.

 

დღის ამბები