19 აპრილი 2024,   16:38
ვრცლად
თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი მიშა შენგელია გარდაიცვალა

დღეს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარი მიშა შენგელია. არტისტი, რომელიც განსაკუთრებული ხელწერითა და გამომხატველობითი ფორმით გამოირჩეოდა, ბოლოს მძიმე სენს ებრძოდა.

მიშა შენგელიას ნამუშევრები, სხვადასხვა დროს, მსოფლიოს არაერთ ცნობილ გალერეაში იყო გამოფენილი. ქართული თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან ფერმწერს დღეს მეგობრები და კოლეგები იხსენებდნენ.

შენგელია ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი სახელით შევიდა. მიშა შენგელიას შემოქმედება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მის საზღვრებს გარეთ, დანარჩენ მსოფლიოსაც დაუტოვა.

ხშირად პროვოკაციული, მიმდინარე ახალი ამბების სიურეალისტური მთხრობელი და უბრალოდ დიდი მხატვარი განსაკუთრებული შავი იუმორით გამოირჩეოდა. მისი ყველა ნახატი პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ მესიჯს წარმოადგენდა. 

დღის ამბები