19 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
ბაგებში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი უცნობია - საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

თვითმხილველები ყვებიან, რომ სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა და შეიარაღებულ თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

"სახლში ვბრუნდებოდი, უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. თქვეს, რომ ორი კაცი ისროდა, შემდეგ ისიც გავიგე, რომ ვიღაც დაჭრეს. ეზოში ბიჭებმა თამაშის დროს გასროლის ხმა გაიგეს. რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები