26 აპრილი 2024,   00:30
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი პირბადეების მწარმოებელ საწარმო "მედიფარს" ეწვია

ეკონომიკის მინისტრი კომპანია "მედიფარის" საწარმოს ეწვია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შექმნილი ვითარების გამო, პირბადეების წარმოება დაიწყო. კომპანიამ ამ მიზნით საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.

დღე-ღამეში საწარმო დაახლოებით 100 000, ხოლო თვეში - 3 მილიონ პირბადეს აწარმოებს. წარმოებული პროდუქციის ნახევრის ექსპორტზე გატანა იგეგმება. საწარმოში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი.  

დღის ამბები