20 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
COVID-19 მსოფლიოში - ბრაზილიაში ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

COVID-19-ის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ბოლო 24 საათში გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 1,300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მონაცემების მატების მიუხედავად, რიო-დე-ჟანეიროში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. მძიმე პაციენტების რიცხვი იკლებს ევროპის ქვეყნებში, მიუხედავად ამისა, ესპანეთში პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმი 21 ივნისამდე გახანგრძლივდება. COVID-19 დაუდასტურდა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრს, ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი პლაქვენილთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატზე ცდები განაახლა.

 

დღის ამბები