მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 6 მილიონ ნახევარს გადააჭარბა, მათგან 3 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებულია.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რუსეთში კორონავირუსით ლეტალობის მაჩვენებელმა 5,215-ს მიაღწია, 4,600-ს გადააჭარბა სიკვდილიანობის შემთხვევებმა თურქეთში.
გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციით სომხეთში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში ფატალური შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 76-ს შეადგენს.