20 აპრილი 2024,   13:00
ვრცლად
ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის საბურთალოს წყარო - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი ახალი კოვიდ შემთხვევა საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ 4-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, პაციენტების რიცხვი, რომლებმაც კოვიდ ინფექცია დაამარცხეს, ამჟამად მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება. 

"მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში მხოლოდ 144 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე თითქმის სამ ნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს.  გამოჯანმთელებულების პროცენტული მაჩვენებელი უკვე 80-ზე მეტია.

ეს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის არსებული წყარო, ეს არის საბურთალოს წყარო და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით არის ეს ახალი პაციენტი გამოვლენილი. ჩვენი ცენტრის მონაცემები ჯერჯერობით სტაბილურია, გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, პრობლემური მძიმე ავადმყოფები ამ ეტაპზე არ გვყავს. ამჟამად გვყავს მხოლოდ ორი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო და მსუბუქი, უმეტესი წილი საშუალო სიმძიმის პაციენტებია. გამოჯანმრთელების მონიტორინგი გრძელდება, დღეისთვის დაახლოებით 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი და ვნახოთ დინამიკაში რა მონაცემები გვექნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

დღის ამბები