16 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
შემდგომი რამდენიმე დღე იქნება კრიტიკული - გაზგასამართ სადგურზე დაშავებული ექსპერტის მდგომარეობა ისევ მძიმეა

ექსპერტ-კრიმინალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, ამ დრომდე მძიმეა. 39 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა.

მას გუშინ გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს. რეანიმაციაში რჩება აფეთქებისას დაშავებული მამაკაციც, რომელსაც სხეულის 25 პროცენტი აქვს დამწვარი.

"მდგომარეობა შეესაბამება აბსოლუტურად გულ-ფილტვის რეანიმაციის შემდგომ პერიოდს. ამ ეტაპზე შემდგომი რამდენიმე დღე იქნება კრიტიკული. პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, არის სედაციის ქვეშ და უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა," - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა დიხამინჯიამ.

დღის ამბები