24 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილას სოფელ ბერბუკში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა

დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარვეზებზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, სანიაღვრე არხები ცხაურით არ იხურება და ამ მიზეზით უკვე 2 ადგილობრივი დაშავდა.

პროექტის შესახებ მაცხოვრებლების აზრი ორად გაიყო, რასაც დასახლებაში ხმაური მოჰყვა.

ადგილზე მისული იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ვასილისა ჯაბახიძემ მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და მუნიციპალური პროგრამების განხორციელებისას სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა.

დღის ამბები