19 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

ბაგებში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებული იმ კაფეს ერთ-ერთი მეწილეა, რის გამოც მხარეებს შორის უთანხმოება მოხდა.

ევროპის მოედანზე მდებარე ბარის "არტ-ჰაუსის" ერთ-ერთი მეწილე პოლიციამ მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით  გუშინ დაკითხა.

ბაგებში, სადაც ორი მამაკაცი დაიჭრა, ექსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი ავტომობილიც გაჩხრიკეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები