19 აპრილი 2024,   23:32
ვრცლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას და ვირუსი ენდემური გახდეს

ვაქცინის თემისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე, იმედი გამოთქვეს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოტენციური მედიკამენტის შესაქმნელად და იმუნიზაციის სხვა პროგრამებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო შეჩერდა - 7,4 მილიარდი დოლარის მობილიზება მოხერხდება.

ათობით კომპანია და დაწესებულება ცდილობს შექმნას COVID-19-ის ვაქცინა. რამდენიმე კანდიდატი გამოცდის ადრეულ სტადიაში იმყოფება. ჯანდაცვის ექსპერტთა უმრავლესობის თქმით, ვაქცინა 2021 წლამდე ფართოდ ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას და ვირუსი ენდემური გახდეს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება კორონავირუსისგან პრინცი ჩარლზი გამოჯანმრთელდა.

სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა უხუცესმა წევრმა საზოგადოებას მიმართა და ვირუსის პერიოდში მოთმინებისკენ მოუწოდა, მისი თქმით, იზოლაციის წესების დაცვითა და სოციალური დისტანციით, დიდი ბრიტანეთი პანდემიას გაცილებით მალე გაუმკლავდება.

ამ დროისთვის, გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ს 40 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დღეიდან ავსტრია კოროვირუსთან დაკავშირებით დაწესებულ სასაზღვრო შეზღუდვებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან აუქმებს, იტალიის გარდა.

აღნიშნული ქვეყნებიდან ავსტრიაში ჩასულ მოქალაქეებს საზღვარზე კონტროლის გავლა არ მოუწევთ და მათთვის არც 14 დღიანი კარანტინის გავლა იქნება სავალდებულო. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა აღნიშნულ ქვეყნებთან კორონავირუსამდე არსებულ მიმოსვლის წესებს უბრუნდება.

"სამწუხაროდ, იტალიაში პანდემიის ციფრები სახმელეთო საზღვრების გახსნის საშუალებას ჯერ არ იძლევა, ხაზს ვუსვამ, რომ მხოლოდ ჯერ, ჩვენი მიზანია იტალიასთან საზღვრები რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას, დაველოდებით იტალიაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების კიდევ უფრო შემცირებას, რის შემდეგაც სასაზღვრო პუნქტები უწინდელ სამუშაო პროცესს დაუბრუნდება,"- აცხადებს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი.

დღის ამბები