19 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
იყო კითხვები, რომელიც აბსოლუტურად არ მეკუთვნოდა და პოლიტიკურად იყო დატვირთული -კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც წლიური ანგარიში წარადგინა დაისვა პოლიტიკური კითხვები რომელიც მას არ ეკუთვნოდა. 

"იყო კითხვები, რომელიც აბსოლუტურად მე არ მეკუთვნოდა და აბსოლუტურად პოლიტიკურად იყო დატვირთული. ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი იყო მიმართული იმისკენ, რომ მან მანდატი შეასრულოს - ეს არის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს ყოფნა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არ არის ლიმიტირებული და ზედა ზღვარი, რადგან შეუძლებელი იქნებოდა მსგავს სიტუაციაში ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში განიხილეს.

დღის ამბები