25 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისა და მისი მეგობრის მიმართ შეფარდებულ პატიმრობას დაცვის მხარე არ ეთანხმება

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმისა და მისი მეგობრის მიმართ აღკვეთის სახით შეფარდებულ პატიმრობას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. პოლიციას არ დამოერჩილა ავტომანქანა, რის შემდეგაც მას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი აედევნა. მოგვიანებით სამართალდამცველებსა და ავტომანქანაში მყოფ ორ პირს შორის ჩხუბი დაიწყო. დაშავდა პოლიციელი. მანქანაში მყოფი ორივე პირი კი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ინცინდენტისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"მართალია მე გრიგოლ აბრალავას მხრიდან არ დავეთანხმე ბრალდების შუამდგომლობას პატიმრობაზე და დავაყენე გირაო, თუმცა სასამართლომ ამ ეტაპზე არ გაითვალისწინა და შეუფარდა პატიმრობა. შემდგომი პროცესი ჩაინიშნა 28 ივლისს. თუმცა დაცვის მხარე ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით და შემდგომ ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება," - აცხადებს ადვოკატი სოსო ხარატიშვილი.

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა კადრები, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის ახლობლების დაპირისპირებაა ასახული სამართალდამცველებთან.

დღის ამბები